понедельник, 18 мая 2009 г.

среда, 13 мая 2009 г.

კარლო ქუხილავას კარ-მიდამო

სოფელ ახალაბუსთუმანის მკვიდრი კარლო ქუხილავა ბუნებაზე უზომოდ შყვარებული ადამიანია; ის არა მარტო საკუთარი ეზო-კარმიდამოს გალამაზებაზე ზრუნავს, არამედ მიმდებარე მიწის ნაკვეთების კეთილმოწყობაზეც.
დაახლოებით 10-12 წლის წინ ეკალ ბარდებით დაფარული ფართობი ბატონმა კარლომ ბუნებრივი რესურსებისსწორად გამოყენების გზით პატარა ტყე-პარკად აქცია.

ამ ტერიტორიაზე თავს იყრის სოფლის რამოდენიმე წყარო, რომელიც მას არხით შემოუყვანია და საგანგებოდ გაკეთებულ (2500მ2) გათხრილ ორმოში დაუგროვებია. ასე შეიქმნა ხელოვნური ტბა. მას ამშვენებს პატარა კუნძული მტირალა ტირიფის ხით. ტბის მკვებავი წყაროს ხეივანი შემოღობილია. წყალი იმდენად სუფთაა, რომ ადვილად შეამჩნევთ ფსკერზე მოდებულ ხავსსა და სხვადასხვა წყალმცენარეებს.
აუზი მთლიანად დაფარული დუმფარებით. რომელიც ყვავილობას იწყებს გვიან გაზაფხულზე.






ტბას ირგვლივ აკრავს თხმელის ტყე, რომელიც ასევე ბატონი კარლოს გაშენებულია.













ტბის სანაპიროზე შეამჩნევთ ბუჩქად ამუსულ კალებს, უნიკალურ ყვითელ ზამბახებს, ტუნგოსა და ზღმარტლის ხეებს.






ბატონი კარლოს ეზოში თავმომწონედ დგას თითქმის საუკუნოვანი კვიპაროსი, რომელსაც აგერ თითქმის ნახევარი საუკუნეა გარს ეხვევა მასზედ "უზომოდ შეყვარებული" ალისფერი ვარდი.


















ოჯახის უფროსის მზრუნველი ხელი ეტყობა მის სასათბურე მეურნეობას, თვალს ახარებს სხვადასხვა ბოსტნეულის ჩითილები, აბიბინებული მწვანილის მწკრივები.





























გაზაფხულის გულის ფეთქვა მიწიდან მესმის, გახალისებს, გათბობს და მოწიწების გრძნობით აღგავსებს მშობელი კოლხი კაცის მიმართ.